
რუსეთი აუქმებს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებას. პარლამენტში ინიციატივის განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი დაინიშნა პრეზიდენტის წარმომადგენლად, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებაში.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს პარიზში 1990 წელს, ნატოს 16 წევრი ქვეყნის და ვარშავის პაქტის ექვსი წევრის წარმომადგენლებმა, ხოლო სტამბულში, 1999 წელს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სამიტზე ხელი მოეწერა შეთანხმების განახლებულ ვერსიას.
უვადო ხელშეკრულება გულისხმობდა სისტემის შექმნას ჩვეულებრივი იარაღის - ტანკების, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ნაწილების, საბრძოლო თვითმფრინავებისა და თავდასხმის შვეულმფრენების რაოდენობის შეზღუდვისთვის.
ხელშეკრულების რატიფიცირება განახორციელა მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ - რუსეთმა, ბელორუსმა, ყაზახეთმა და უკრაინამ, თუმცა დოკუმენტს ხელი მოაწერეს ოცდაათმა სახელმწიფოს წარმომადგენელმა. 2007 წელს მოსკოვმა შეაჩერა მონაწილეობა ხელშეკრულებაში „ვიდრე ნატოს ქვეყნები არ მოახდენენ ადაპტაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას და ამ დოკუმენტის კეთილსინდისიერად განხორციელებას არ დაიწყებენ“.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026