
რუსეთი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს უწესებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების მე-17 და მე-18 პაკეტების საპასუხოდ, რუსეთი კრძალავს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე პასუხისმგებელი პირების შესვლას.
„რუსულმა მხარემ მნიშვნელოვნად გააფართოვა ევროპული ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ბრიუსელის ანტირუსულ პოლიტიკაში ჩართული რიგი ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლების სია. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საუბარია სამართალდამცავი ორგანოების, სახელმწიფო და კომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებზე, ევროკავშირის ქვეყნებისა და სხვა დასავლური ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებმაც უკრაინას დაეხმარნენ.
გარდა ამისა, შესვლა აკრძალული იქნება: უკრაინაში ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდების მონაწილეებისთვის; პირებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართულ საქმიანობაში და ორგანიზებას უწევენ გემებისა და ტვირთების გადაადგილების ბლოკადას ბალტიის ზღვაში.
0
0