რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის შეჩერების შესახებ, ერთობლივი განცხადება მიიღეს.
ამასთან, რუსეთი წყვეტს ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გადახდას.
რუსეთის პარლამენტის ორივე პალატა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ადანაშაულებს „მიკერძოებულ დისკრიმინაციულ მიდგომებში, ორმაგ სტრანდარტებში, ტოტალურ რუსოფობიაში, რომ სანგნობრივი დისკუსიისთვის არ არის მზად, მათ შორის თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტუალურ საკითხებზე“.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენტკომ საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტს დაავალა, შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას დაუყოვნებლივ აცნობოს.
შექმნილ სიტუაციაში უკიდურეს წერტილად რუსი კანონმდებლები რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემაზე რუმინეთის უარს ასახელებენ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას ბუქარესტი მასპინძლობდა.
0
0