
რუსეთი ერ-რიადში გამართული შეხვედრის შინაარს არ გაასაჯაროებს, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, დელეგაციებს შორის 12-საათიანი შეხვედრა უფრო ტექნიკური ხასიათის იყოს.
„ტექნიკური მოლაპარაკებები გულისხმობს დეტალებში ჩაღრმავებას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკებების შინაარსი საჯაროდ არ გახდება ცნობილი. ამის მოლოდინი არ უნდა იყოს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ერ-რიადში 24 მარტს რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა 12-საათიანი შეხვედრა გამართეს.
რუსეთს წარმოადგენდა ქვეყნის ფედერაციის საბჭოს წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა. აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი – მაიკლ ენტონი.
0
0
ბათუმში, მეოთხე დღეა 18 წლის ბიჭს ეძებენ
25/03/2025