30/03/2023
13:28
მსოფლიო
„რუსეთი, საკონტრაქტო წესით დამატებითი 400 000 ჯარისკაცის აყვანის მიზნით, ძირითადი სამხედრო რეკრუტირების კამპანიისთვის ემზადება", - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტის განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი აღნიშნულ კამპანიას წარმოაჩენს, როგორც მოხალისე, პროფესიონალი პერსონალისკენ სწრაფვას და არა ახალ სავალდებულო მობილიზაციას.
„რუსეთის ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, პერსონალის დეფიციტის დასაკმაყოფილებლად „მოხალისე მოდელი“ შეარჩია, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს შიდა უთანხმოება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კამპანია 400 000 ნამდვილ მოხალისეს მიიზიდავს.
არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ჯარში ნებაყოფლობით 400 000 ადამიანის გაწვევა. რუსეთს საბრძოლო ძალაუფლების აღსადგენად მხოლოდ პერსონალი არ ეყოფა - მას მეტი საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა სჭირდება, ვიდრე ამჟამად ხელმისაწვდომია“, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
0
0