28/04/2023
14:44
მსოფლიო
„დასავლეთმა სერიოზულად დაარღვია მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურა, რათა საკუთარი გლობალური დომინირება შეინარჩუნოს. ახლა ვაშინგტონი და მისი თანაშემწეები სტრატეგიულ გეგმას ახორციელებენ, რათა სხვა ქვეყნები რუსეთთან და ჩინეთთან სამხედრო კონფრონტაციაში ჩართონ. აშშ ყველაზე აქტიურად ეწინააღმდეგება მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირებას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.
აშშ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების საბაბით, ცენტრალურ აზიაში თავისი სამხედრო ყოფნის აღდგენას ცდილობს - შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სტაბილურობისთვის ეს პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს; შესაბამისად, რუსეთი სამხედრო მზადყოფნას გააძლიერებს,“ - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ინდოეთში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) შეხვედრაზე.
მისი თქმით, ნატოს თითქმის ყველა ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენება.
„დასავლეთის რეალური მიზანი რუსეთის სტრატეგიულად დამარცხება, ჩინეთისთვის საფრთხის შექმნა და მსოფლიოში საკუთარი მონოპოლიური პოზიციის შენარჩუნებაა,“ - დასძინა შოიგუმ.
0
0