31/08/2023
11:11
მსოფლიო
რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა იარაღის მიწოდების შესახებ საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავენ. ეს მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
თეთრ სახლს აქვს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ვიზიტის დროს მიღწეული იყო შეთანხმება სხვადასხვა ტიპის საარტილერიო ჭურვების მიწოდებაზე, რომლის გამოყენებასაც რუსეთი უკრაინაში აპირებს. ასევე მოსკოვი ფხენიანთან შეიარაღების წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის შეძენაზეც შეთანხმდა.
მანამდე აშშ-ის ოფიციალური პირები ავრცელებდნენ ინფორმაცია, რომ მათ აქვთ მოსკოვსა და პეკინს შორის იარაღის მიწოდებაზე მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია. პეკინი ამ ინფორმაციას უარყოფდა. დადასტურებით ცნობილია, რომ ჩინეთმა მოსკოვს სამხედროების ფორმა მიაწოდა. ასევე ბრიტანული დაზვერვა იუწყებოდა, რომ ჩინეთმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები, ვერტმფრენები და ნედლეული მიაწოდა.
0
0