„ბირთვულ ომში ვერცერთი მხარე ვერ გაიმარჯვებს,“ - ნათქვამია რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებაში ყოვლისმომცველი პარტნიორობის და სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების შესახებ.
ორმა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის გეგმებში ავსტრალიის მონაწილეობასთან დაკავშირებით, რაც გაფართოებულ ბირთვულ შეკავებას ეხება.
„რუსეთი და ჩინეთი უკრაინაში მიმდინარე გაჭიანურებული კონფლიქტის მომხრეები არ არიან. შესაძლებელია კონფლიქტი უკონტროლო ფაზაზე გადავიდეს. მოსკოვი და პეკინი კიდევ უფრო გააღრმავებენ ნდობასა და თანამშრომლობას სამხედრო სფეროში, გააფართოებენ ერთობლივი წვრთნებისა და საბრძოლო მომზადების მასშტაბებს, რეგულარულად განახორციელებენ ერთობლივ საზღვაო და საჰაერო პატრულირებას, მუდმივად გაზრდიან გამოწვევებსა და საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირების პოტენციალსა და დონეს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთის განცხადებით, ის მხარს უჭერს რუსეთის ძალისხმევას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად. რუსეთმა და ჩინეთმა შეშფოთება გამოთქვეს გარკვეული ქვეყნების მცდელობების გამო - გამოიყენონ სივრცე სამხედრო დაპირისპირებისთვის.
ერთობლივი განცხადების თანახმად, „რუსეთი და ჩინეთი გმობენ უცხო სახელმწიფოების აქტივებისა და ქონების ჩამორთმევის ინიციატივებს და ხაზს უსვამენ ასეთი სახელმწიფოების უფლებას მიიღონ საპასუხო ზომები საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.“
0
0