
რუსეთი და აშშ უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
იური უშაკოვის ცნობით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ჩატარების ადგილიც შეთანხმებულია და იგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ამერიკული მხარის წინადადებით, მიღწეულ იქნა შეთანხმება უახლოეს დღეებში უმაღლესი დონის ორმხრივი შეხვედრის გამართვის შესახებ, კერძოდ, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის შესახებ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
ამასთან, უშაკოვის თქმით, გუშინ, კრემლში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვის „ვარიანტი უბრალოდ ახსენა, თუმცა, რუსულმა მხარემ ეს უკომენტაროდ დატოვა“.
0
0