
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, დელეგატებთან ღია შეხვედრისა და პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, ოფიციალურ ლანჩზე უმასპინძლა. ლანჩზე, პუტინმა კიმ ჩენ ინთან "მეგობრობის განმტკიცების" სადღეგრძელო თქვა.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პუტინს "ჯანმრთელობა" უსურვა.
როგორც კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მისი ჯარი და რუსი ხალხი "ბოროტებაზე" გაიმარჯვებს.
„რუსეთი წმინდა ბრძოლაშია ჩაბმული, რათა ჰეგემონური ძალებისგან თავისი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება დაიცვას. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს და გავერთიანდებით იმპერიალიზმთან ბრძოლაში,“ - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.
კოსმოსადგურ „ვოსტოჩნიში“ ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები უკვე დასრულდა.
0
0