-share.jpg)
რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში, რადგან კრემლში რამდენიმე ადამიანი ვერ აღიარებს შეცდომებს და ეშინია რეალობის - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
„უბრალოდ დაფიქრდით: რუსეთმა უკვე დაკარგა დაახლოებით 99 ათასი ჯარისკაცი უკრაინაში. ერთ დღეში 100 ათასი იქნება. რისთვის? პასუხი მოსკოვში არავის აქვს და არ ექნება" - მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტი.
„ისინი აწარმოებენ ომს და ფუჭად ანადგურებენ ადამიანების სიცოცხლეს - სხვა ადამიანების და არა მათი ახლობლების, არა საკუთარ სიცოცხლეს, არამედ სხვების - მხოლოდ იმიტომ, რომ კრემლში ზოგიერთმა ჯგუფმა არ იცის შეცდომების აღიარება და საშინლად ეშინია რეალობის“ - აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, ეს რეალობა საკუთარ თავზე მეტყველებს.
„მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, რომლებიც გმირულად ატარებენ ბახმუტის მიმართულებას, სოლედარს, ავდიივკას, მარინკას, კრემენსკის მიმართულებას და მთელ დონბასს - რეგიონს, რომელიც რუსეთის მოსვლამდე ერთ-ერთი უძლიერესი იყო უკრაინაში და რომელსაც რუსეთი ანადგურებს. მეტრს ასეთი სისასტიკე კი ვერაფერს მოსცემს“ - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0