18/11/2022
16:40
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მაღალი დონის შეხვედრების გამართვას არ გამორიცხავს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, რიაბკოვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან შემდგომი შეხვედრები "სტრატეგიული სტაბილურობის" შესახებ, შესაძლოა, 29 ნოემბერს, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ჩატარდეს.
ტერმინი „სტრატეგიული სტაბილურობა“ გულისხმობს, რომ რუსეთი და აშშ - მსოფლიოს ორი უდიდესი ბირთვული ძალა - დაიწყებენ ორმხრივ დიალოგს შეიარაღებული კონფლიქტების რისკისა და ბირთვული ომის საშიშროების შესამცირებლად.
„თუ ამერიკელები გამოიჩენენ ინტერესს და მზადყოფნას, ჩვენ დიალოგზე უარს არ ვიტყვით“, - განაცხადა რიაბკოვმა.
თუმცა, კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მანამდე აღნიშნა, რომ უკრაინის თემასთან დაკავშირებით მოსკოვს აშშ-თან განსახილველი არაფერი აქვს.
„რადიკალურად ურთიერთდაპირისპირებული პოზიციების გათვალისწინებით, უბრალოდ არ შეიძლება შედგეს დიალოგი, მით უმეტეს, მოლაპარაკებები,“ - თქვა რიაბკოვმა.
0
0
პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს შეხვდა
22/10/2024