რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ისტერია დონბასის პრობლემის გარშემო და არ უბიძგოთ კიევში „ცხელ თავებს" ახალი პროვოკაციებისკენ - რუსეთის საელჩო აშშ-ს
19/01/2022
09:19
მსოფლიო
A-
+A
თუ აშშ-ის ხელისუფლება ერთგულია უკრაინის შიდა კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის ძალისხმევის მიმართ, მათ უარი უნდა თქვან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის ახალი პარტიების მიწოდების გეგმებზე, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
მოსკოვი ასევე მოუწოდებს ვაშინგტონს, დაასრულოს „ისტერია“ დონბასის საკითხთან დაკავშირებით.
“18 იანვარს თეთრმა სახლმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ერთხმად ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დეესკალაციის ნაბიჯების არარსებობაზე. უფრო მეტიც, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჩვენს ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია მეზობელ სახელმწიფოში შეჭრა, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიიდან. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ: რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს. ჩვენს საკუთარ მიწაზე ჯარების გადაადგილების პრაქტიკა ჩვენი სუვერენული უფლებაა. მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ისტერია დონბასის პრობლემის გარშემო და რაც მთავარია - არ უბიძგოთ კიევში „ცხელ თავებს" ახალი პროვოკაციებისკენ,“ - ნათქვამია განცხადებაში.
0
0
507
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%