01/09/2023
23:24
მსოფლიო
რუსეთი აცხადებს, რომ მისი უახლესი ბალისტიკური რაკეტა „სატანა 2“ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს.
„თერმობირთვული რაკეტის „სატანა 2“-ის გამოყენება უკვე შესაძლებელია. ის საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს“, - განაცხადა იური ბორისოვმა, სახელმწიფო კოსმოსური კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა.
ცნობისთვის, ახალი რაკეტის „სარმატის“ გამოცდა, რომელსაც დასავლეთმა უწოდა „სატანა 2“ მოსკოვმა უკრაინაში ომის მეორე ფაზას დაამთხვია.
რაკეტა „სარმატი“ მეხუთე თაობის იარაღია და მისი მთავარი უპირატესობა სხვა ანალოგებთან ისაა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს მისი განადგურება უჭირთ.
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის მთავარ უპირატესობად მისი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიერ მისი განადგურების სირთულე სახელდება. ახალი, რუსული, მეხუთე თაობის, მძიმე ბალისტიკური რაკეტა გათვალისწინებულია აშშ-ში ბოლო წლებში შექმნილი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გადასალახავად
0
0