05/05/2024
17:04
მსოფლიო
რუსეთის ძალები აცხადებენ, რომ კონტროლი დაამყარეს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქზე, რომლის დაცვაც მათ დაახლოებით ორი კვირის წინ გაარღვიეს - იმ ფონზე, როცა რუსეთის რაკეტებმა ორი ადამიანი იმსხვერპლა აღმოსავლეთში მდებარე სხვა სოფელში.
უკრაინას საპასუხო კომენტარი არ გაუვრცელებია რუსეთის მიერ 5 მაისს გაკეთებულ განცხადებაზე ქალაქ ოჩერეტინეს შესახებ. ცნობის დადასტურების შემთხვევაში ეს იქნება მორიგი უკანდახევა უკრაინის ძალებისთვის, რომლებსაც უჭირთ რუსეთის ძალების შეტევის შეკავება, სამხედრო პერსონალის და საბრძოლო მასალების ნაკლებობის ფონზე.
ყოველდღიურ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მისმა ძალებმა ქალაქი დაიკავეს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.
უკრაინის არმია გასულ თვეში გაამხნევა აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებამ მისთვის 60 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების და აღჭურვილობის გაგზავნაზე, თუმცა იარაღის, ჭურვების და მანქანების უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოჩენას დრო დასჭირდება.
0
0