
რუსი ოკუპანტები “სპეცოპერაციის” წარმატების შემთხვევაში 9 მაისს მარიუპოლში აღლუმის გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე დაწერა.
“ჩვენი ინფორმაციით, ივაშჩენკომ (მარიუპოლის თვითგამოცხადებულმა მერმა) მიიღო ბრძანება, გაესუფთავებინათ ქალაქის ცენტრალური უბნის ნაწილი ნანგრევებისგან და დაღუპულების ცხედრებისგან. თუ ვიმსჯელებთ მთელი რიგი მონაცემებით, თუ “სპეციალური ოპერაცია” წარმატებული იქნება, ოკუპანტები 9 მაისს მარიუპოლში “გამარჯვების აღლუმის” ჩატარებას გეგმავენ”, – წერს ანდრიუშჩენკო.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქალაქს არც აღჭურვილობა აქვს და არც ხალხი მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად.
“აქედან გამომდინარე, ასეთი ბრძანების პოტენციური შეუსრულებლობა, რა თქმა უნდა, გაულეიტერ ივაშჩენკოს ვადის შემცირებას გამოიწვევს”, – დასძინა მან.
0
0