06/05/2023
10:59
მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი 9 მაისის აღლუმებს აუქმებს. გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც კრემლზე დრონებით თავდასხმა მოხდა. მათივე ცნობით, კრემლი ამ გადაწყვეტილებას “უსაფრთხოების მიზნით” ხსნის.
“რუსეთის ექვს რეგიონში და ოკუპირებულ ყირიმში სადღესასწაულო ღონისძიებები მთლიანად გაუქმდა და ქვეყნის სხვა რეგიონების 21 ქალაქში აღლუმი არ იქნება. მოსკოვში აღლუმი, სავარაუდოდ, გაიმართება, მაგრამ ჩვეულებრივზე გაცილებით მცირე მასშტაბის. “- წერს ბრიტანეთის დაზვერვა თავის მოხსენებაში.
გარდა ამისა, გაუქმებულია პუტინთან, ვეტერანების ტრადიციული მიღება კრემლში, რომელიც ბოლოს 2019 წელს, პანდემიამდე გაიმართა.
უკვდავი პოლკის მსვლელობა კი არც მოსკოვში და არც რუსეთის სხვა ქალაქებში არ გაიმართება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრემლზე თვითმფრინავის თავდასხმამ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, აჩვენა თუ რამდენად დაუცველია რუსეთი და რუსეთის ხელმძღვანელობას გაუზარდა შიში მათი უსაფრთხოების შესახებ მასობრივი ზეიმების დროს.
0
0