
„საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ფრენებზე ევროპული სახელმწიფოების აკრძალვის საპასუხოდ 36 ქვეყნისთვის საჰაერო სივრცე დაიხურება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქვეყნებს: ავსტრია, ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, გერმანია, გიბრალტარი, საბერძნეთი, დანია (+ გრენლანდია, ფარერის კუნძულები, ტერიტორიული ზღვა), ჯერსი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, ჩეხეთი, შვედეთი, ესტონეთი.
აღნიშნული ქვეყნებიდან ავიარეისები მხოლოდ სპეციალური ნებართვით იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციები დაწესდა ფინანსურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო სექტორზე, ასევე, სავიზო სექტორზე.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025