რუსეთი „შიმშილის თამაშების“ განახლებას დიდი ხანია გეგმავს - დმიტრო კულება
30/10/2022
15:00
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთი დიდი ხანია გეგმავს მარცვლეულის შეთანხმებისთვის ძირის გამოთხრას, ახლა კი ცდილობს, თავისი ნაბიჯი გაამართლოს.
„მარცვლეულის დერეფნიდან“ 220 კილომეტრის მოშორებით, აფეთქებების ყალბი საბაბით, გარიგებაში მონაწილეობის შეწყვეტით, რუსეთი ბლოკავს 2 მილიონ ტონა მარცვლეულს, რომელიც უკვე 176 გემზეა დატვირთული. ეს მარცვლეული საკმარისია 7 მილიონზე მეტი ადამიანის გამოსაკვებად. რუსეთმა ეს წინასწარ დაგეგმა. რუსეთმა შიმშილის თამაშების განახლების გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო და ახლა მის გამართლებას ცდილობს“, - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“.
მოსკოვმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა.
0
0
248
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%