07/03/2023
10:56
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩინ განგმა, კიდევ ერთხელ გაიმეორა პეკინის მოწოდება სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით.
პეკინში, პარლამენტში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ჩინ განგმა განაცხადა, რომ კონფლიქტის გაგრძელებით ომი „ვერ შეჩერდება“.
„უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, რადგან სანქციები და ზეწოლა პრობლემას ვერ გადაჭრის“, - თქვა ჩინ განგმა.
მისივე მტკიცებით, ომს "უხილავი ხელი" ამოძრავებს "გარკვეული გეოპოლიტიკური დღის წესრიგის უზრუნველსაყოფად".
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მოითხოვა, ჩინ განგმა რუსეთის აგრესორად დასახელებისგან თავი შეიკავა და არც კონფლიქტს უწოდა უკრაინაში რუსული არმიის "შეჭრა".
სამაგიეროდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ სხვა ქვეყნებისთვის ცალმხრივი სანქციების დაწესებით „დაშინების“ გამო გააკრიტიკა.
„ჩინეთი ცდილობს გააუმჯობესოს რუსეთთან თავისი ურთიერთობები, რომლებიც დამყარებულია პრეზიდენტ სი ძინპინგსა და ვლადიმერ პუტინს შორის მჭიდრო პირად კავშირებზე,“ - აღნიშნა ჩინ განგმა.
0
0