უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს - რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგები ცნობილია
29/03/2022
16:03
მსოფლიო
A-
+A
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინის დელეგაციამ ბრიფინგი გამართა, სადაც ცნობილი გახდა მოლაპარაკებების მთავარი თეზისები:
- "ჩვენი პირველი გამარჯვება მოლაპარაკების ბელარუსიდან თურქეთში გადმოტანაა. ჩვენ თურქეთს ვუყურებთ, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტორს."
- ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, რომ შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შესახებ ეს იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს მოაწერს უსაფრთხოების ყველა გარანტი, რომელიც რატიფიცირებული იქნება... იმისათვის, რომ არ განმეორდეს ის შეცდომა, რომელიც ერთხელ იყო ბუდაპეშტის მემორანდუმში - ეს მხოლოდ ფურცელი აღმოჩნდა.
- ვის ვხედავთ გარანტორებს შორის? უპირველეს ყოვლისა, გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და რუსეთის ფედერაცია ასევე მოიცავს აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი, ისრაელი.
- შეთანხმებაში გარანტორი ქვეყნების მოქმედების მექანიზმი ეფექტური უნდა იყოს. ეს შესაძლოა, იყოს NATO-ს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი მექანიზმი"
- ჩვენი შეთავაზებაა გარანტიის ხელშეკრულებაში თავისუფალ გაწევრიანებას. ანუ მინიმალური ოდენობის გარანტიები გვაქვს, რაც გვინდა, რომ მივიღოთ, მაგრამ თუ სხვა ქვეყნებსაც უნდათ გაწევრიანება, ასეთ იურიდიულ უფლებას მივცემთ.
- ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი საკითხები დონეცსა და ლუგანსკთან დაკავშირებით, ყირიმთან და სევასტოპოლთან, ამიტომ უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები ამ ტერიტორიაზე დროებით არ იმუშავებს.
- ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა წინასწარი თანხმობა, მაგრამ ჩვენ ველოდებით ოფიციალურ განცხადებებს.
- ძალიან მნიშვნელოვანია: ჩვენ პირდაპირ ამ შეთანხმებაში გავწერთ,რომ ყველა გარანტორი ქვეყანა უნდა დაეხმაროს უკრაინას, ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრიანებაში.
- "ეს დოკუმენტი შესაძლებელს ხდის ომის დასრულებას - მას ხელი უნდა მოაწეროს უსაფრთხოების გარანტორმა ყველა ქვეყანამ. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გასცა წინასწარი თანხმობა ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე" - ამბობს დავით არახამია.
- დავით არახამიამ ასევე განაცხადა, რომ მხარეებმა რეალურ პროგრესს მიაღწიეს:
- ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე საკმარისად დიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ რათა შესაძლებელი იყოს უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა"
- მოლაპარაკებების პროცესი დადებითად შეაფასა რუსულმა მხარემაც. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა.
- უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა უკვე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს საღამოს გაიმართება. მანამდე რუსული მხარე აცხადებდა, რომ ეს ხვალ მოხდებოდა.
0
0
410
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%