09/08/2024
15:49
ეკონომიკა
რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე კრიტიკული ვითარებაა. ამის შესახებ რუსული ტელეგრამარხები წერენ.
საცობებში ჩარჩენილი გადამზიდავებისა და ტურისტების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, როგორც საკონტროლო-გამშვები პუნქტების, ასევე ნეიტრალურ ტერიტორიებზე მგზავრობის დრო 24 საათამდეა, ხოლო საპირისპირო მიმართულებით 6-10 საათამდე. თვითმხილველები ავრცელებენ ინფორმაციას რეგულარული კონფლიქტების, სკანდალების და რიგებში ჩხუბის შესახებ, აგრეთვე ოსი მძღოლების მოძრაობაზე (სავარაუდოდ ქრთამის გამო) საგზაო პოლიციის მფარველობაზე.
ზემო ლარსზე საცობი ათ კილომეტრზე მეტი სიგრძისაა. მასში ჩარჩენილია არა მხოლოდ სატვირთო მანქანები, არამედ ტურისტული ავტობუსები და მსუბუქი ავტომანქანები. რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, საცობის მიზეზი ქართულ მხარეს მუშაობის შეფერხებაა.
„თუ აგვისტოში გეგმავთ მოგზაურობას რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე, მაშინ მოემზადეთ შესაძლო ხანგრძლივი საცობებისთვის, ან აირჩიეთ საჰაერო მოგზაურობა (მაგალითად, პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციიდან, ერევნის ან სტამბულის გავლით)“ - წერენ ტელეგრამ არხებზე.
0
0