
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მომავალი მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე დისკუსიებს დაეთმობა.
,,გასულ თვეში, ერ-რიადში რუსეთ-ამერიკას შორის გამართული მოლაპარაკებების დროს ირანის თემა დღის წესრიგში იყო, თუმცა - არა დეტალურად.
ახლა, ირანი ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც ვაშინგტონი და მოსკოვი უფრო დეტალურად განიხილავს. რუსეთის პოზიცია ნამდვილად არის ის, რომ ირანის ბირთვული დოსიეს ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით. ჩვენ გვჯერა, რომ ამის პოტენციალი არსებობს, რადგან ირანი არის ჩვენი მოკავშირე, პარტნიორი და ქვეყანა, რომელთანაც ვავითარებთ ყოვლისმომცველ, ორმხრივად მომგებიან და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. რუსეთი მზადაა, რომ ამისათვის ყველაფერი გააკეთოს. შეერთებულმა შტატებმა ეს იცის“, - განაცხადა პესკოვმა
0
0