27/12/2023
08:57
მსოფლიო
რუსულმა ძალებმა ხერსონის რკინიგზის სადგური დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა პოლიციელი, მისი ორი კოლეგა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ქალაქის მასიური დაბომბვის დროს რკინიგზის სადგურზე დაახლოებით 140 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა ევაკუაციის მატარებლის გამგზავრებას ელოდებოდა.
მინისტრის ინფორმაციით, პოლიციამ ხალხის ევაკუაცია დაიწყო, რა დროსაც პოლიციის ლეიტენანტი გარდაიცვალა. კიდევ ორი პოლიციელი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.
თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
"რთული დღეა. იყო მოხსენება ხერსონის დაბომბვის შესახებ. რუსეთის თავდასხმა რკინიგზის სადგურზე. საევაკუაციო მატარებელი. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0