
ირპენის მერმა, ალექსანდრე მარკუშინმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქში ჯერ ხალხი დახვრიტეს, შემდეგ კი მათ ცხედრებს ტანკებით გადაუარეს. ამის შესახებ Pravda იუწყება.
მისივე თქმით, ქალაქის დაბრუნების შემდეგ სამხედროებს „ცხედრების ასფალტიდან ნიჩბებით“ აფხეკა მოუწიათ.
„ქალაქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი ქალები და ბავშვები არიან. როცა გავთავისუფლდით, ჩვენმა მოქალაქეებმა მითხრეს, რომ ოკუპანტებმა ოჯახების დაშორება დაიწყეს, კაცები მიჰყავდათ და ბავშვებსა და ქალებს ტოვებდნენ. ვინც არ ემორჩილებოდათ დახვრიტეს. ბავშვი გარდაიცვალა, ბევრი მამაკაციც დაიღუპა. კიდევ უფრო სასტიკად და უბრალოდ, არაადამიანურად დახვრიტეს ჩვენი ხალხი, შემდეგ კი მათ სხეულებზე ტანკებით გადაიარეს. მათი განდევნის შემდეგ, შევძელით ხალხის ნაშთების შეგროვება. ცხედრები ასფალტიდან ნიჩბებით ავფხიკეთ“, - აღნიშნა ირპენის მერმა.
ალექსანდრე მარკუშინმა ასევე დასძინა, რომ ქალაქში ქალების გაუპატიურების არაერთი შემთხვევაც იყო.
0
0
უმეტესად ღრუბლიანი - ამინდი ხვალ
24/07/2025