
რუსებმა, 22 ივნისს ღამეს უკრაინის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. შედეგად დაშავდა ორი ადამიანი და დაზიანდა აღჭურვილობა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში ორი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის თანამშრომელი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლვოვის ოლქში, რუსული რაკეტა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს დაეჯახა, რის შედეგადაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, "გენერატორებზე დატვირთვის შემცირების" მიზნით აღმოსავლეთ რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზები გათიშეს.
ამჟამად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესაფასებლად და შესაკეთებლად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
0
0