
დასავლელებს არ სურთ უკრაინის დაშლის ხელიდან გაშვება. არ შეცდეთ, ისინი რუსების წინააღმდეგ არ იბრძვიან. რუსებმა უკრაინის 20% წაიღეს. დასავლეთი კი ფიქრობს, რომ მას უფლება აქვს დანარჩენი წაიღოს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპაში გაძლიერდა კოლონიური დამოკიდებულება. იმიტომ, რომ დიდი სახელმწიფოების პოლიტიკა დაბრუნდა და უკრაინაში მიმდინარე ომიც ამით არის განპირობებული.
„ამრიგად, დასავლელებს არ სურთ უკრაინის დაშლის ხელიდან გაშვება. ისინი ამას უკრაინის დაყოფად აღიქვამენ. არ შეცდეთ. ისინი რუსების წინააღმდეგ არ იბრძვიან. რუსებმა უკრაინის 20% წაიღეს. დასავლეთი კი ფიქრობს, რომ მას უფლება აქვს დანარჩენი წაიღოს. ეს კლასიკური იმპერიალისტური ომია, მხოლოდ ისინი ამას არ უწოდებენ. მათ არ სურთ უკრაინის დაშლის ხელიდან გაშვება“, - აღნიშნა ორბანმა.
მისი მტკიცებით, ამერიკელები ამას ყველაზე ჭკვიანურად აკეთებენ. მათ შექმნეს ეკონომიკური ფონდი, დადეს შეთანხმებები უკრაინელებთან იშვიათ ლითონებსა და ინვესტიციებზე, დადეს ფინანსური გარიგება.
„დასავლელებს უბრალოდ არ სურთ, რომ ხელიდან გაუშვან თავიანთი წილი ქვეყნისა, რომელსაც ისინი გასაყოფად მიიჩნევენ. სწორედ ამაზეა მთელი ეს ომი. მათ სურთ ტერიტორია, უკრაინა, სოფლის მეურნეობა, მინერალური რესურსები და უპირველეს ყოვლისა ფული. ამის უკან დგას უბედური უკრაინელების ძარცვა, მაშინ როცა ისინი ამას ისე წარმოაჩენენ, თითქოს უკრაინას იცავენ, ეს ასე არ არის“, - აღნიშნა ორბანმა.
0
0