
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაცხადა სანქციები ამერიკელი პოლიტიკოსების ჯგუფზე, მათ შორის ბაიდენის, ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და ამჟამინდელი სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის მიმართ.
თუმცა, საქმე იმაშია, რომ ბაიდენის იურიდიული სახელი ჯოზეფ რობინეტ ბაიდენ უმცროსია; რუსეთის სამთავრობო ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სიაში კი მისი სახელის მართლწერისას გამოტოვებულია უმცროსის სუფიქსი.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი ბაიდენი არის „უმცროსი“, ამიტომ მათ შესაძლოა სანქციები დაუწესეს მამამისს - მშვიდად განისვენოს“, - დასძინა ფსაკიმ ბრიფინგზე.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, რუსეთის სანქციები მათთვის არაფრის მომცემი არ არის.
„არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს ტურისტულ მოგზაურობებს რუსეთში, არცერთ ჩვენგანს არ აქვს საბანკო ანგარიშები, რომლებზეც წვდომა არ შეგვეძლება, ასე რომ, ჩვენ წინ წავალთ“, - აღნიშნა ფსაკიმ, რომელიც ასევე თავადაცაა სანქცირებულთა შორის.
0
0