
„მარიუპოლი ყოველდღე განიცდის რუსების საჰაერო თავდასხმებს. 24 საათში 22-ჯერ დაბომბეს მშვიდობიანი ქალაქი. დაახლოებით 100 საჰაერო ბომბი უკვე ჩამოაგდეს მარიუპოლზე“, - ვკითხულობთ მარიუპოლის საკრებულოს განცხადებაში.
საკრებულოს განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ დამპყრობლები ცინიკურად და მიზანმიმართულად ურტყამენ საცხოვრებელ შენობებს, ხალხმრავალ ადგილებს, ანგრევენ ბავშვთა საავადმყოფოებს და მთლიანად ანადგურებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას. მათი თქმით, ყოველ დაბომბვას მოაქვს საშინელი ნგრევა, ამ ყველაფერს კი მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ეწირება. რუსეთის ფედერაციის თავდასხმებს დღემდე მარიუპოლის 2 187 მცხოვრები შეეწირა.
„მარიუპოლის 400 000 მცხოვრებლებს ყველაზე დიდი საფრთხე ციდან ემუქრება. ამიტომ, ნატოს მიერ უკრაინის ცის დახურვა ან საჰაერო თავდაცვის აუცილებელი სისტემების მიწოდება არის გამოსავალი, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ასი ათასობით უდანაშაულო ადამიანი“ - ვკითხულობთ მარიუპოლის საქალაქო საბჭოს განცხადებაში.
0
0