
ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა.
კირილენკოს ცნობით, 315 მშვიდობიანი მოქალაქე მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის გათვალისწინების გარეშე დაჭრეს.
„რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! დღეს ცნობილი გახდა,რომ ავიადარტყმამ მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოზე 3 ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის - 1 ბავშვი. 10 მარტს რუსებმა რეგიონის კიდევ ორი მცხოვრები მოკლეს: 1 მარიუპოლში და 1 ლიმანის რაიონის სოფელ ტერნიში. ოთხი ადამიანი დაშავდა: 1 მარიუპოლში, კრამატორსკში, ტერნიში და მირონივსკში“, - წერს რეგიონის ხელმძღვანელი.
რეგიონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა ჯერჯერობით ვერ დადგინდება.
0
0
ტრამპი ამბობს, რომ ის ნევროზული ადამიანია
20/12/2025