22/12/2022
10:34
მსოფლიო
„რუსების თავდასხმების მიუხედავად, უკრაინა ცოცხალია, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.
უკრაინის პრეზიდენტს კონგრესის პალატაში შესვლისას ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდნენ.
„ჩემთვის დიდი პატივია აშშ-ის კონგრესში ყოფნა და თქვენთან და თითოეულ ამერიკელთან საუბარი.
ყოველგვარი ბნელი სცენარის საწინააღმდეგოდ, უკრაინა არ დაეცა. უკრაინა ცოცხალია და იბრძვის. ჩვენ ვამარცხებთ რუსეთი მსოფლიო მნიშვნელობის ბრძოლაში.
აშშ-ის დახმარება არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებაში. პირობას ვდებ, რომ ომის დასრულების მცდელობაში არავითარი კომპრომისი არ იქნება -უკრაინა არასოდეს დანებდება. კონფლიქტმა აჩვენა, თუ როგორ გამოიცდება დემოკრატია მთელ მსოფლიოში და როგორ აყალიბებს მისი შედეგი მსოფლიოს თაობებს.
ეს ბრძოლა განსაზღვრავს, თუ როგორ სამყაროში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები და შემდეგ მათი მომდევნო თაობები. სამყაროში ყველაფერი ზედმეტად ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებულია იმისთვის, რომ ვინმე განზე გადგეს და ამავე დროს თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, როცა ასეთი ბრძოლა მიმდინარეობს“, - თქვა ზელენსკიმ.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ზელენსკიმ უკრაინის დროშა გაშალა, რომელიც მას ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქ ბახმუტის დამცველებმა გადასცეს.
0
0