
რუსების 66% თავს ღმერთის მორწმუნეს უწოდებს, მათგან 86% თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, ხოლო გამოკითხულთა 44%-ს სჯერა ჯოჯოხეთისა და 41%-ს სწამს სამოთხის - ნათქვამია რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში.
„უფრო ხშირად სწამთ ღმერთის, ვიდრე ეშმაკის (66% 47%-ის წინააღმდეგ), ხოლო ჯოჯოხეთის უფრო ხშირად, ვიდრე სამოთხის (44% 41%-ის წინააღმდეგ). რუსების ნახევარზე მეტს სჯერა ანგელოზების (56%)“ - ნათქვამია კვლევაში.
ქალები, რომლებსაც ღმერთი სწამთ, კაცებზე მეტი აღმოჩნდნენ - 73% vs. 56%. ღმერთის მორწმუნეთა უმეტესობა (71%) 35-დან 44 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია.
გამოკითხულთა 15% თვეში ერთხელ მაინც დადის ეკლესიაში, რუსების 51% დროდადრო დადის ეკლესიაში, 31% არასოდეს დადის ეკლესიაში.
0
0
ტრამპი: უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება
10/10/2026