„ლევადა ცენტრის“ მიერ ივნისის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსების მესამედზე მეტი მოიწონებდა უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას.
ამ გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 10% "აუცილებლად" უჭერს მხარს ბირთვული იარაღის გამოყენებას ომში, ხოლო 24% მიიჩნევს, რომ ეს "საკმაოდ მიზანშეწონილია".
აღნიშნულია, რომ ამ ტიპის სამხედრო გადაწყვეტის მხარდამჭერთა წილი გასული წლის განმავლობაში გაიზარდა 5 პროცენტული პუნქტით და რეკორდულად იქცა უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან.
ამასთან, უმრავლესობა კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგია - 52%.
მანამდე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ფიქრობს შესაძლო ცვლილებებზე ქვეყნის ბირთვულ დოქტრინაში, რომელიც ამჟამად გულისხმობს ატომური იარაღის გამოყენებას მტრის მიერ ამგვარი ქმედებების საპასუხოდ, ისევე როგორც „სახელმწიფოს არსებობის საფრთხის შემთხვევაში“.
0
0