
ქართველმა ჯაზ-მომღერალმა, ნინო ქათამაძემ აღიარა, რომ არ ესმის, რუსეთის მოქალაქეებს როგორ შეუძლიათ. თავშესაფარი სთხოვონ საქართველოს, რომელსაც 14 წლის წინ თავს დაესხნენ. ამის შესახებ მან “Гончарова Подкаст”-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს ერთგვარი სიურეალიზმი და ფილმია, შესაძლებლობა რომ მქონდეს, არ ვუყურებდი. ეს ბუმერანგის პასუხს ჰგავს. რუსები თითქოს ხელისუფლების "უსამართლობას" გაურბიან ქვეყანაში, სადაც ტერიტორიის 22% მათ მიერ ოკუპირებულია. დახმარებას სთხოვენ ადამიანებს, რომლებსაც კლავენ. აზრის გამოტანაც მიჭირს“, - განაცხადა მან.
მომღერალმა დასძინა, რომ რუსეთში არიან მამაცი ადამიანები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ ომს ეწინააღმდეგებიან, მაგრამ საქართველოს საზღვართან რიგში ჩარჩნენ. ამასთან, ისეთებიც არსებობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ძალიან დაიღალნენ და გვარწმუნებენ, რომ ტურისტებად ჩამოვიდნენ.
"მათ გადარჩენა სჭირდებათ, მაგრამ ასეთ მომენტშიც კი არ შეუძლიათ, ძლიერები, სამართლიანები იყვნენ", - თქვა მომღერალმა..
0
0