
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად, რუსეთი ოკუპირებული მარიუპოლის ადმინისტრაციული მართვის პირობებს ქმნის.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის როსტოვის ოლქში კერძო საწარმოები მარიუპოლის საჯარო დაწესებულებებისთვის ოფიციალური ბეჭდებისა და შტამპების დამზადებას იწყებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბეჭდებსა და შტამპებზე არის წარწერა: „რუსეთი, დონბასის რესპუბლიკა, მარიუპოლი, სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია“.
„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ანგარიში შეესაბამება მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრო ანდრიუშჩენკოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მარიუპოლის მახლობლად მდებარე მანგუშის რაიონში, ბავშვები თავიანთ სასკოლო რვეულებს უკვე „როსტოვის ოლქს“ აწერენ.
თუმცა ეს ინფორმაცია ოკუპირებულ მარიუპოლში მყოფ რუსული ძალების დაბნეულობაზე მიუთითებს. გაურკვეველია, გადავა თუ არა ქალაქი ოკუპირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არსებული ადმინისტრაციის შემადგენლობაში, თუ პირდაპირ მიუერთდება რუსეთს, როგორც როსტოვის ოლქის ნაწილი“, - ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებაში.
0
0