
უკრაინული გენშტაბის ინფორმაციით, მელიტოპოლის მიდამოებში, ზაპოროჟიეს ოლქში, მატულობს რუსი ოკუპანტების კონცენტრაცია. გარდა ამისა, მტერი იყენებს სკოლებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისი ქვედანაყოფების დასაფარად.
“მელიტოპოლის ოლქის დასახლებებში დამპყრობლების რაოდენობა გაიზარდა. გარდა ამისა, რუსი ოკუპანტები განიხილავენ საომარ მოქმედებებში მტრის მხარეზე გადასული ყოფილი პოლიციელების ჩართვის შესაძლებლობას",- განაცხადეს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
მათივე ცნობით, რუსები ახორციელებენ მოსახლეობის ჩხრეკას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დამპყრობლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების შემოწმებას, ასე ცდილობდნენ პარტიზანების პოვნას.
როგორც მელიტოპოლის ლეგიტიმურმა მერმა ივან ფედოროვმა აღნიშნა, რუსები ბავშვებს ცოცხალ ფარად იყენებენ.
0
0