
მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთთან საჰაერო კომუნიკაცია განაახლა, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებმა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის მომსახურებაზე მასობრივი უარის თქმა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს.
მისივე ინფორმაციით, რუსული მედიის ცნობით, რუსები უჩივიან გაბერილ ფასებს, რომელიც ქართულმა გადამზიდავმა Georgian Airways-მა დააწესა. ახლა რუსებისთვის საქართველოში ფრენის ღირებულება ორივე მიმართულებით 60 ათასი რუბლიდან იწყება.
თვითმფრინავები არ ივსება, რადგან ტურისტები თბილისში სომხეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გავლით, მანქანით მგზავრობას ამჯობინებენ.
„დიახ, საქართველოს ბილეთები უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთის მიმართულებით! აშკარად აკეთებენ ფულს. მართლაც, დელიში ფრენა უფრო ეკონომიურია, საქართველოსთვის გიჟური ფასებია" - ამბობენ რუსები.
ასევე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ თურქეთისა და ტაილანდის ბილეთებიც კი გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში საჰაერო მგზავრობა.
0
0
საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
21/06/2025