
"რუსულმა მობილიზაციამ იმუშავა. არ არის მართალი, თითქოს, მათი პრობლემები იმდენად მძიმეა, რომ ეს ხალხი არ იბრძვის. ისინი იბრძვიან. მეფე ეუბნება, წადით ომში და ისინი წავიდნენ საბრძოლველად. ისინი, შეიძლება, არ იყვნენ კარგად აღჭურვილი, მაგრამ ჩვენთვის მაინც პრობლემაა, ჩვენი შეფასებით, მათ აქვთ 1,2-1,5 მილიონი ადამიანის რეზერვი...“ - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მტავარსარდალი ვალერი ზალუჟნი.
მისივე თქმით, რუსეთის ახალი შეტევა შესაძლოა თებერვალში დაიწყოს. „ოკუპანტებს შეუძლიათ წამოსვლა არა დონბასიდან, არამედ კიევის მიმართულებით, ბელორუსისკენ, არ გამოვრიცხავ სამხრეთის მიმართულებასაც“ - ამბობს ზალუჟნი.
მისი თქმით, ახლა უკრაინისთვის მნიშვნელოვანია რესურსების დაგროვებაზე ფოკუსირება უფრო გაჭიანურებული და რთული ბრძოლებისთვის, რომელიც შეიძლება მომავალ წელს დაიწყოს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა რეზერვების შექმნა და ომისთვის მომზადება, რომელიც შეიძლება მოხდეს თებერვალში, საუკეთესო შემთხვევაში მარტში, უარეს შემთხვევაში - იანვრის ბოლოს“ - განაცხადა მან.
0
0