
გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შედეგად გამოვლინდა, რომ რუს ჯარისკაცებს „ბონუსს“ დაჰპირდნენ, თუ ისინი ნატოს მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ ტანკებს გაანადგურებდნენ.
როგორც New York Times-ი წერს, დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ეს ინიციატივა "უფრო დიდი ტრანშის ნაწილია, რომელიც გამიზნულია რუსეთის ფორმირებების დასახმარებლად და, უკრაინის აღმოსავლეთში ტერიტორიის დაკავებისთვის, ფრონტის ხაზზე საბრძოლო მორალის ასამაღლებლად".
New York Times-ი წერს: „ტანკების განადგურების ამსახველი ვიდეოები ფართოდ უნდა გავრცელებულიყო, რათა შემცირდეს უკრაინისა და დასავლეთისადმი ნდობა და რუსული ჯარები დარწმუნდნენ თავიანთ შესაძლებლობებში უკრაინისთვის მიწოდებული ახალი იარაღის გასანადგურებლად“.
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ მედიაში პირველად 6 აპრილს გავრცელდა.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას ასობით საბრძოლო ტანკი მიაწოდეს რუსეთის წინააღმდეგ ეფექტიანი კონტრშეტევის წამოწყების მიზნით.
გერმანული წარმოების „Leopard“-ის ტიპის 160 ტანკი უკრაინაში, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაგეგმილი ახალი კონტრშეტევის წინ ჩავა.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025