-share.jpg)
მიმდინარე წლის ბოლოს, რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს US Open-ში (აშშ-ის ღია პირველობა ჩოგბურთში) ასპარეზობის უფლება მიეცემათ მიუხედავად იმისა, რომ უიმბლდონის ხელმძღვანელობამ მათ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება აუკრძალა.
ორი ქვეყნის მოთამაშეებს სეზონის დიდი სლემის ბოლო ღონისძიებაზე ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობა მოუწევთ.
შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაციამ (USTA) განაცხადა, რომ ის „კვლავ გმობს უკრაინაში რუსული არმიის არაპროვოცირებულ და უსამართლო შეჭრას“.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, რუს და ბელარუს (რადგანაც ბელარუსი რუსეთის ახლო მოკავშირეა და მას მხარს უჭერდა საომრად მომზადებაში) სპორტსმენებს მრავალ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026