
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე, ათასობით ადამიანი შეიკრიბა დემოკრატიის მხარდასაჭერად. როგორც ცნობილია, არჩევნებში, ევროკავშირის ულტრამემარჯვენე კრიტიკოსმა, პრორუსულმა კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ პროევროპული ცენტრისტების ლიდერი ელენა ლასკონი დაამარცხა.
ბუქარესტში გამართულ მიტინგზე, რუმინელმა მუსიკოსებმა, კინორეჟისორებმა, მსახიობებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ლასკონის მხარი დაუჭირეს და ამომრჩევლებს მოუწოდეს, რომ ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში იზოლირებულ მდგომარეობაში არ დატოვონ. 3000-მდე ადამიანი სკანდირებდა: "ევროპა!", "არა - ფაშიზმს!", "დემოკრატია საფრთხეშია", "ჩვენი შვილები გათავისუფლდებიან!".
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება. როგორც Reuters-ი წერს, ჯორჯესკუს გამარჯვება რუმინეთის პროდასავლურ პოლიტიკას შეაფერხებს და მას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების [უნგრეთის, სლოვაკეთისა და ავსტრიის] სარტყელთან მიიყვანს, სადაც მძლავრი ულტრამემარჯვენე, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი პოლიტიკოსები ლიდერობენ.
0
0