
ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს კალინ ჯორჯესკუს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა მონაწილეობა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აუკრძალა.
კერძოდ, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა მიეცეს.
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შესული 11-ვე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
აღინიშნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ერთხმად იყო მიღებული, რაც საბოლოოა და მისი შესრულება სავალდებულოა.
შეგახსენებთ, გასულ წელს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნოემბერში ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა, რომელშიც კალინ ჯორჯესკუ ლიდერობდა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის დაზვერვამ გამოავლინა, რომ ჯორჯესკუს მხარდამჭერი TikTok-ის 800 ანგარიშის უკან რუსეთი იდგა. კალინ ჯორჯესკუსთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება ექვსი მუხლით მიმდინარეობს, მათ შორისაა ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
0
0