04/09/2023
20:10
მსოფლიო
უკრაინელი დეპუტატი ოქსანა სავჩუკი ვარაუდობს, რომ რუმინეთმა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული დრონების აფეთქების შესახებ ინფორმაცია იმიტომ უარყო, რომ კონფლიქტის ესკალაცია თავიდან აეცილებინა.
„რუმინეთი ნატოს წევრია და ცდილობს, ხელი შეუშალოს რუსეთთან ომში ალიანსის პირდაპირ ჩართვას,“ - განუცხადა ოქსანა სავჩუკმა უკრაინულ ტელევიზიას.
როგორც ცნობილია, ნატოს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება აქვს, რომლის თანახმად, ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას ალიანსი განიხილავს, როგორც ნატო-ს ყველა წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას.
მანამდე კი უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რამდენიმე რუსული „შაჰედი“, რომლებიც რუმინეთის მოსაზღვრე უკრაინული ქალაქის იზმაილის მიმართულებით დაფრინავდა, უკრაინის მეზობელი რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა, თუმცა რუმინეთმა ეს ინფორმაცია „კატეგორიულად“ უარყო.
„ერთ-ერთმა რუმინელმა ადგილობრივმა მცხოვრებმა დანიელა ტანასემ, რომლის საცხოვრებელიც მდინარე დუნაის გადაღმა მდებარე უკრაინულ პორტ იზმაილს გადაჰყურებს, თქვა, რომ „ღამით, მდინარე დუნაის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობამ დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების აფეთქებების ხმა გაიგო,“ - წერს The Telegraph-ი.
0
0