
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა დრონმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია.
„რუსული დრონი აღმოვაჩინეთ მაშინ, როდესაც რუმინეთის ორი F-16 თვითმფრინავი უკრაინასთან ქვეყნის საზღვარს აკვირდებოდა დუნაიზე განლაგებულ უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების შემდეგ. დრონი რადარიდან გაქრობამდე სოფელ ჩილია ვეჩედან 20 კილომეტრში, სამხრეთ-დასავლეთით, დაფიქსირდა. თუმცა ის არ გადაფრენილა დასახლებულ ტერიტორიებზე და არც მოახლოებულ საფრთხეს წარმოადგენდა,’’ - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა არ შეიძლება შეცდომა იყოს - ეს იყო „რუსეთის მიერ ომის აშკარა გაფართოება“. მოსკოვმა რუმინეთის ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, ინციდენტს „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი მიუღებელი დარღვევა“ უწოდა.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15/09/2025