
ბაროკოს ეპოქის მხატვრის, პიტერ პაულ რუბენსის მიერ შესრულებული იესოს ჯვარცმის ამსახველი ნახატი, 30 ნოემბერს, ვერსალში გამართულ აუქციონზე, აუქციონის სახლში Osenat-ი, რეკორდულ ფასად - $2.7 მილიონად გაიყიდა. შედევრი, პარიზში, კერძო სახლში, მისი დასრულებიდან 400 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ახლახან აღმოაჩინეს.
ნახატი, სახელწოდებით „ქრისტე ჯვარზე“, ჯვარცმის სრულ სცენას ასახავს, იესოს გვერდით მდგომი ორი ავაზაკის თანხლებით. ბნელ ფონზე შესრულებული ახლადაღმოჩენილი ნახატი იესოს სოლო პორტრეტია. ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა რუბენსის მიტოვებული სახელოსნოებიდან ის ერთ-ერთი ნახატია.
„ყველაფერი გავაკეთე, რომ ამ ნახატის ავთენტიფიკაცია დამედასტურებინა. საბოლოოდ, ჩვენ მოვახერხეთ მისი ავთენტიფიკაცია “რუბენსიანუმის” მხარდაჭერით, რომელიც ანტვერპენში რუბენსის კომიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ბაროკოს სტილის შედევრი ყველაზე მეტად ჯვარცმის ამსახველი ნამუშევრებით არის ცნობილი, რუბენსი იშვიათად ირჩევდა ჯვარზე ქრისტეს მკვდარი სხეულით გამოსახვას. ასე რომ, ეს არის ერთადერთი ნახატი, რომელზეც გამოსახულია ქრისტეს ჭრილობებიდან მომდინარე სისხლი და წყალი. რუბენსმა ეს სცენა მხოლოდ ერთხელ დახატა.
ნახატის ავთენტურობა სამეცნიერო ანალიზით, მისი ფენების მიკროსკოპული გამოკვლევით დავადასტურეთ. სიღრმისეული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კანის პიგმენტაციისთვის თეთრი, შავი და წითელი ფენები იყო გამოყენებული, რასაც ბევრი მხატვარი აკეთებს. თუმცა, მას ასევე ჰქონდა დამატებითი ლურჯი და მწვანე პიგმენტები, რომლებსაც რუბენსი ადამიანის კანის ხატვისას იყენებდა“, - განაცხადა აუქციონერმა ჟან-პიერ ოსენატმა.
როგორც ხელოვნების ექსპერტმა, ერიკ ტურკინმა, განაცხადა, ნახატი 17-ე საუკუნის დასაწყისში გაქრა - მისი დასრულებიდან მალევე. მისი თქმით, შედევრი მე-19 საუკუნის ფრანგი კლასიკური მხატვრის, უილიამ ბუგეროს ხელში მოხვდა, რომელმაც ის ოჯახს გადასცა, სანამ პარიზში მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლში არ აღმოჩნდებოდა.
1
0