25/03/2025
12:40

როგორც ბურუნდის პრეზიდენტმა ევარისტ ნდაიშიმიემ BBC-ს განუცხადა, დაზვერვის სანდო წყაროებიდან შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, რუანდა მის ქვეყანაზე თავდასხმას გეგმავს.
ევარისტ ნდაიშიმიემ ასევე თქვა, რომ, ათი წლის წინ, რუანდამ ბურუნდში გადატრიალების მოწყობა სცადა.
,,ახლა, რუანდა მსგავს რამეს აკეთებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ისინი იტყვიან, რომ ეს ჩვენი შიდა პრობლემაა, როცა პრობლემა რუანდაშია. ჩვენ ვიცით, რომ მას [რუანდის პრეზიდენტს პოლ კაგამეს] ბურუნდზე თავდასხმისთვის გეგმა აქვს. კონგოელებისგან განსხვავებით, ბურუნდელები არ დანებდებიან სიკვდილს. ბურუნდელები მებრძოლები არიან. თუმცა, ახლა ჩვენ არ გვაქვს რუანდაზე თავდასხმის გეგმები. ჩვენ გვინდა, რომ ეს პრობლემა დიალოგით გადავწყვიტოთ", - დასძინა ნდაიშიმიემ.
რუანდამ უკვე უპასუხა ბურუნდის პრეზიდენტის კომენტარებს, რომლებსაც "გასაკვირი" უწოდა. რუანდამ არსებითად უარყო ის აზრი, რომ მას ბურუნდზე თავდასხმის რაიმე გეგმა აქვს და ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყანა ერთობლივად მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ, საერთო საზღვრების თაობაზე.
გაეროს ვრცელი მტკიცებულებების მიუხედავად, რუანდა ყოველთვის უარყოფდა მეამბოხეთა დაჯგუფება M23-ს შეიარაღებას და მხარდაჭერას, რომელმაც, რუანდის ჯარებთან ერთად, ახლახან დაიპყრო აღმოსავლეთ კონგოს დიდი ნაწილი. რუანდამ ასევე უარყო კავშირი მეამბოხეთა დაჯგუფება ,,წითელი ტაბარასთან’’, რომელიც, ბურუნდის პრეზიდენტის მტკიცებით, M23-ის მსგავსი მარიონეტული ძალაა და მას მხარს უჭერს რუანდა ბურუნდის დესტაბილიზაციისთვის.
0
0