15/02/2023
15:26
მსოფლიო
“სომხეთმა სოლიდარობა გამოუცხადა და მეგობრობის ხელი გაუწოდა თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრების ფონზე”, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სააგენტო Anadolu-ს ცნობით, თურქული დიპლომატიის ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთიდან მაშველების მუშაობას, რომლებმაც ასევე მოახერხეს თურქი მოსახლეობის ნანგრევებიდან გამოყვანა.
„სომხეთიდან სტიქიის ზონაში 28 მაშველი ჩავიდა. 8 თებერვლიდან მათ ბევრი იმუშავეს და გადაარჩინეს პატარა გოგონა და ახალგაზრდა ადიამანში“ - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თურქმა მინისტრმა ასევე აღნიშნა სომხეთიდან მიწისძვრის ზონაში 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ამ რთულ პერიოდში თურქეთში ყოფნისას, სურს დაარწმუნოს თურქეთი თავისი ქვეყნის მზადყოფნაში მშვიდობის დამყარების საკითხში.
მირზოიანმა ყურადღება გაამახვილა სომხეთ-თურქეთის საზღვარზე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის საგუშაგოს გახსნაზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაკეტილი იყო.
0
0