
The Guardian-ი, USAID-ის მდივნის მოვალეობის შემსრულებლისგან მიღებულ ელ.წერილზე დაყრდნობით იუწყება, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა, ვაშინგტონში მდებარე შტაბ-ბინაში, საიდუმლო დოკუმენტების ფართომასშტაბიანი განადგურება დაიწყეს. როგორც გამოცემა წერს, რონალდ რეიგანის შენობაში, USAID-ის თანამშრომლებმა დოკუმენტები საქუცმაცებელი აპარატით გაანადგურეს.
,,USAID-ის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ერიკა ი. კარის მიერ გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში მოცემულია კონკრეტული ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა გაანადგურონ ორგანიზაციის თანამშრომლებმა დოკუმენტების ე.წ. საქუცმაცებელი აპარატით საიდუმლო სეიფები და პერსონალის დოკუმენტები და როგორ დაწვან გრიფით ,,საიდუმლო’’ პაკეტები,’’ - წერს The Guardian-ი.
,,უპირველეს ყოვლისა, გაანადგურეთ მაქსიმალური რაოდენობის დოკუმენტი და, იმ შემთხვევაში, თუ საქუცმაცებელი აპარატი მწყობრიდან გამოვა ან პროცედურის შესრულების დროს საჭირო იქნება შესვენება, ისინი დროებით სანაგვე ტომრებში შეინახეთ“, - ნათქვამია ერიკა ი. კარის წერილში, სადაც ასევე მოცემულია დეტალური ინსტრუქციები სანაგვე ტომრების სწორად დალუქვისა და ეტიკეტირების შესახებ.
0
0