რომის ტურნირზე ქართული ფინალი გაიმართება - ახალკაცი ბეროშვილს შეხვდება
10/11/2024
17:59
სპორტი
A-
+A
რომში მიმდინარე ძიუდოს ღია პირველობაზე ვლადიმერ ახალკაცი (81კგ) და ირაკლი ბეროშვილი (81კგ) ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალში ახალკაცმა – ჩეხი, ბეროშვილმა კი იტალიელი სპორტსმენი დაამარცხა.
ტურნირზე დღეს გამომსვლელი კიდევ სამი ქართველი ადრეულ ეტაპზე დამარცხდა. უიღბლო გამოდგა ერთწლიანი პაუზის შემდეგ ძიუდოში დაბრუნება ლუკა მაისურაძისთვის (90კგ). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მერვედფინალში იტალიელ ბედელთან წააგო. 90კგ-ში ასევე გამოდიოდნენ მიხეილ კუპრაშვილი და თორნიკე ფოლადიშვილი.
რომის ღია პირველობაზე 10 ნოემბერს მედლები 81, 90, 100 და +100 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.
0
0
85
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%