26/02/2023
13:47
მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკემ, პატიების დღეს, რუსებს და უკრაინელებს მოუწოდა, ერთმანეთს აპატიონ.
რომის პაპმა ასევე მოუწოდა რუსეთს და უკრაინას, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.
პონტიფიკოსმა აღნიშნა, რომ ქრისტიანული სათნოება არის ურთიერთპატიება და ადამიანის სიცოცხლის დაცვა.
მანამდე რომის პაპმა ფრანცისკემ გამოთქვა მუდმივი მზადყოფნა, შეხვედროდა რუსეთისა და უკრაინის ხელმძღვანელებს ვლადიმერ პუტინსა და ვლადიმერ ზელენსკის.
რომის პაპმა ასევე აღნიშნა, რომ თუ „ის ახლა კიევში არ არის, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვში ჩასვლა შეუძლებელია“. ანუ, მას არ აქვს მიზანი მხოლოდ კიევში წავიდეს – მოსკოვში მოგზაურობაც უნდა დაიგეგმოს.
ვატიკანის მეთაურის თქმით, ამჟამად უკრაინის კონფლიქტი არ არის ერთადერთი შეიარაღებული დაპირისპირება დედამიწაზე.
წყარო: dogma.ge
0
0